სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება
28-01-2019
-
+


მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება. მე-12 კლასში კი გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები 2020 წელს გაუქმდება.

რაც შეეხება ატესტატის გაცემას, სკოლა მას აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

ამის შესახებ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ გამართეს. 

სოფო გორგოძის თქმით, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი, თუნდაც, ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატები, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.

„2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ ისევ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ გამოცდაზე, თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ და ბედს კიდევ ერთხელ ცდიან“,- განაცხადა გორგოძემ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ცვლილება ემსახურება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას, ასევე, ორიენტაციის გადატანას შედეგზე და არა გამოცდაზე.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით კი მაქსიმალურად დაუახლოვდება ერთმანეთს სკოლის საგნები და უნივერსიტეტის გამოცდები. 

„სკოლას მთავარია თავის ფუნქცია დაუბრუნდეს და მშობელს დიდი ხარჯი არ ჰქონდეს“,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება