TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, არც ერთ მოსწავლეს არ სჭირდება რეპეტიტორი“-   ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ პაპიძე
15-08-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში, დირექტორი ემზარ პაპიძე მოსწავლე-მასწავლებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ გარემოს უზრუნველყოფს. 

32 წელი ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების სამსახურში დგას, აქედან 18 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე გაატარა. მისი თქმით, დირექტორი უნდა იყოს კომუნიკაბელური, კოლეგიალური, შეძლოს მოსმენა და თანამშრომლობა, რათა სკოლაში შექმნას უსაფრთხო გარემო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. 

ჩუნჩხის მცირეკონტიგენტიან სკოლაში, წელს დარეგისტრირებული სამი პირველკლასელის ჩათვლით, 35 მოსწავლე ირიცხება.

„ვცდილობთ მოვიზიდოთ მოსწავლეები, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე რთულია ქალაქიდან ან სხვა სოფლიდან ჩვენთან იარონ. მიუხედავად მცირეკონტიგენტიანობისა, ჩვენი სკოლის აღზრდილები ბრწყინვალე შედეგებზე გადიან. წელს 6 კურსდამთავრებული გვყავდა. ოთხმა მათგანმა საუკეთესო ქულებით გაგვახარა, აქედან ერთი ოქროსმედალოსანია, დანარჩენმა ორმა კი სწავლის გაგრძელება პროფესიულ სასწავლებელში გადაწყვიტა. შარშან, ორი ოქროსმედალოსნი გვყავდა.

ყოველ წელს მთელი სასკოლო საზოგადოება გვერდში ვუდგავართ და ვგულშემატკივრობთ კურსდამთავრებულებს, ისინიც გვიფასებენ შრომას და საუკეთესო შედეგებით გვახარებენ“ ,- სიამაყით გვიყვება სკოლის დირექტორი ემზარ პაპიძე. 

თავად ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე და პედაგოგებსაც მაგალითს აძლევს. 

„სკოლაში ჩემი ჩათვლით 16 პროფესიონალი, სერტიფიცირებული პედაგოგია, რომლებიც კარიერული განვითარებისკენ ისწრაფვიან. ესწრებიან ტრენინგებს, იღრმავებენ ცოდნას, სკოლის ადმინისტრაცია მიესალმება მათ ასეთ მონდომებას და ვფიქრობ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია მოსწავლეთათვის ცოდნის ასამაღლებლად“,- ამბობს დირექტორი.

ასეთი მიდგომა კი სკოლაში ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს. 

„ჩვენს სკოლაში ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, არც ერთ მოსწავლეს არ სჭირდება რეპეტიტორი, რადგან ძალიან ხარისხიანი და მაღალი დონის სწავლებაა, თითეული მასწავლებელი  მაღალი დონის პროფესიონალია და შედეგიც სახეზეა, უამრავი ჩვენი სკოლადამთავრებული, თბილისსა თუ ბათუმში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, სასკოლო საზოგადოება თვალყურს ვადევნებთ მათ წარმატებებს, გვიხარია და სიამაყით ვივსებით“, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბარში სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც ერუდირებული თაობის აღზრდის საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. 

„32 წელია ვემსახურები ახალგაზრდების აღზრდა-განათლების საქმეს, მათ შორის 18 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩემი აზრით, უმთავრესია ხელმძღვანელი იყოს კომუნიკაბელური, კოლეგიალური, შეეძლოს ურთიერთთანამშრომლობა, მოსმენა, აზრის გათვალისწინება. უმთავრესია სკოლაში შექმნას უსაფრთხო გარემო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის“,- ამბობს ემზარ პაპიძე. 

მოსწავლეების დიდი მხარდამჭერი, ბავშვებთან მეგობრული დამოკიდებულებებით გამოირჩევა. 

„მოსწავლეებისთვის კარგი მეგობარი უნდა იყო, დაეხმარო პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავებაში. კეთილგანწყობა და ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანია. ასეთი დამოკიდებულება კი ქმნის ჰარმონიულ გარემოს.  

გვაქვს ახალი, კეთილმოწყობილი, ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სკოლა, რომელიც მორგებულია მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოთხოვნილებებს, გამართულია ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი უმაღლესია, საცხოვრებელი პირობებიც საუკეთესოა, მაგრამ სამწუხაროდ მიგრაციაა დიდი, რაც აისახება კიდეც მოსწავლეთა რიცხოვნობაზე. 

ამიტომ მინდა, რომ უდიდესი თხოვნით მივმართო ჩვენს კურსდამთავრებულებს დაუბრუნდნენ ჩვენს ძირძველ კუთხეს, რომლისათვისაც სისხლის გადასხმასავით აუცილებელია თითეული ახალგაზრდის დაბრუნება. მიხედონ და მოუარონ აქაურობას. 

ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო ფეხი აუწყონ ცხოვრებას, ისწავლონ, იშრომონ, რადგან ისინი არიან ახალი საქართველოს მშენებლები, თავიანთი კეთილსინდისიერებით, რასაც ჩვენ სკოლაში ყოველდღიურად ვასწავლით, პირნათლად და სიყვარულით ემსახურონ ჩვენს ქვეყანას“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება