სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?
19-08-2025
-
+


საბავშვო ბაღში შესვლა ბავშვებისთვის დიდ ემოციასთანაა დაკავშირებული. ისინი პირველად შორდებიან მშობლებს, ნაცნობ გარემოს და ურთიერთობას სრულიად უცნობ ადამიანებთან იწყებენ. 

ეს პერიოდი მშობლებისთვისაც მძიმეა, ისინი ყოველ წამს შვილებზე ფიქრობენ და დარდობენ, თუ გაიგეს, რომ ბავშვმა ბაღში იტირა. მიუხედავად ამისა და ყველა ემოციური მომენტისა, ბავშვისთვის ბაღში სიარული ძალიან მნიშველოვანია, რადგან დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ და კომუნიკაციის უნარებს ხვეწენ.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს ბავშვი ბაღში დროზე ადრე შეჰყავს. ამაში მხოლოდ ასაკი არ მოიაზრება. შეიძლება პატარა 4 წლის იყოს, მაგრამ ის საბაზო უნარები, რაც ბაღში სჭირდება, ჯერ კიდევ არ ჰქონდეს განვითარებული. ეს კი მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. 

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ბაღისთვის მზად არ არის? - ამ აქტუალურ საკითხზე ჩვენ ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს მასალას თემატურ ბლოგზე დაყრდნობით ვთავაზოთ. 

საქმე ისაა, რომ არსებობს იმის ნიშნები იმის მისახვედრად, რომ თქვენი შვილი საბავშვო ბაღისთვის მზად არ არის. ზოგადად, ნორმალურია, თუ ბავშვს ცოტა მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ბაღში შესასვლელად მოემზადოს. 

რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

შეზღუდული ლექსიკა

საბავშვო ბაღში მოელიან ხოლმე, რომ ბავშვებს საკუთარი გრძნობების მასწავლებელბისა და სხვა პატარებისთვის გაზიარება თავისუფლად შეეძლებათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პედაგოგმა ელემანტარული მაინც უნდა გაიგოს. შესაბამისა, თუ თქვენს შვილს შეზღუდული ლექსიკა აქვს ან საუბარი უჭირს, ის საბავშვო ბაღის სოციალური და აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიძლება მზად არ იყოს. 

რასაკვირველია, ბაღის ასაკის ბავშვები გამართულად ვერ ისაუბრებენ და შეიძლება ჟესტურ ენასაც იყენებდნენ. აქ მთავარია, რომ მათ პედაგოგებისთვის რიგი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ. მაგალითად, უნდა თქვან ან ანიშნონ, თუ საპირფარეშოთი სარგებლობა სურთ, ასევე თუ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. გარდა ამისა, აღმზრდელის კითხვებს კი ან არა პასუხს მაინც უნდა სცემდეს. მნიშვნელოვანია, რაიმე სახით კონტაქტი სხვა ბავშვებთანაც დაამყარონ. 

ცუდი სოციალური უნარები

საბავშვო ბაღის პერიოდი არ არის დრო, როდესაც ბავშვებს სოციალური უნარები უვითარდებათ და თანატოლებთან ურთიერთობას სწავლობენ. თუ თქვენს შვილს გაზიარება, კომუნიკაცია ან მეგობრობა უჭირს, ის საბავშვო ბაღისთვის შეიძლება არ იყოს მზად. რა თქმა უნდა, საუბარი არაა ამ უნარების უმაღლესი დონით დახვეწაზე, თუმცა ელემენტარული გამოვლინება უნდა შეეძლოს. 

ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ თქვენი შვილი წაახალისოთ, სხვებს თავიანთი სათამაშოები ათხოვონ, ნუგბარი გაუყონ და ემეგობრონ. დაიმახსოვრეთ, სოციალური უნარები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური უნარები.

მითითებების შესრულება

ბაღის აღმზრდელები ბავშვებს სხვადასხვა მითითებას მთელი დღის განმავლობაში აძლევენ. თუ თქვენს შვილს უჭირს ინსტრუქციების ან დავალების შესრულება, ის შეიძლება არ იყოს მზად საბავშვო ბაღის სტრუქტურისა და რუტინისთვის.

თუ ბავშვები ვერ შეძლებენ მითითებების შესრულებას, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს შვილსა და სხვა მოსწავლეებს. სწორედ ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს დაიცვან ისეთ ინსტრუქციები, როგორიცაა გაჩერება, გახედვა, ერთად სიარული და ა.შ.

კოორდინაციის უნარი არ აქვს განვითარებული

საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც ბავშვები დარბიან, ხტუნაობენ, ჩქარა მოძრაობენ, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან. თუ თქვენს შვილს ყველა ამ აქტივობის შესრულება ჯერ კიდევ უჭირს ან კოორდინაციის უნარი საკმარისად განვითარებული არ აქვს, სავარაუდოდ, ბაღში შესასვლაად მზად არ არის. 

დამოუკიდებლობის ნაკლებობა

საბავშვო ბაღში ბავშვები დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დონეზე დამოუკიდებლები იყვნენ, მაგალითად მითითების გარეშე ადგომა, სხვა ბავშვებთან მისვლა და კომუნიკაცია უნდა შეეძლოთ. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო - ცნობილია, ყველა ცვლილება და სიახლე სტუდენტებისთვის

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება