სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრო 400 ათასლარიან საგრანტო კონკურსს აცხადებს - განაცხადების მიღება დაიწყო
12-08-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ .

საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების გათვალისწინებით:

ახალგაზრდების საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მათ შორის, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ინტერკულტურული დიალოგის გზით, სამშვიდობო უნარების ხელშეწყობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის წახალისება;

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;

ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;

არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება;

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;

„მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ ფარგლებში, ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარება, განსაკუთრებით ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებებით.

ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა და გარემოს დაცვა, მათ შორის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულებების შემცირებისა და ძალადობის პრევენციის, ბავშვთა/ადრეული ქორწინებებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.

აგრეთვე, მედია და ციფრული წიგნიერებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამღალება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 400 000 ლარი. მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency.gov.ge.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება