სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

რა კრიტერიუმით არჩევენ სკოლაში ახალბედა მასწავლებლებს? - მუქედის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი კორძაძე აქტუალურ კითხვებს პასუხობს
20-08-2025
-
+


მოსწავლეთა დაბრუნება სკოლებში ყოველთვის დიდი დღესასწაულია; თუმცა სასწავლო წლის დაწყებას, სხვა სიახელეებიც მოაქვს, რასაც პირველ ყოვლისა, ადმინისტრაცია უნდა შეხვდეს მომზადებული. განსაკუთრებით ემოციურია ეს პროცესი ახალბედა პედაგოგებისთვის, რომლებიც წელს პირველად შეუძღვებიან ბავშვებს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.

ასეთ დროს კი თითოეულ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. სწორედ ახალბედა მასწავლებლების გამხნევებით იწყებს etaloni.ge-სთან საუბარს ვანის მუნიციპალიტეტის, მუქედის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი აკაკი კორძაძე და ურჩევს, პირველ რიგში, მოსწავლეებთან დაამყარონ კარგი ურთიერთობა - „სიხალისე და გახსნილობა ბავშვებისთვის დიდი სტიმულია... ასევე მნიშვნელოვანია, გამოცდილი პედაგოგების პრაქტიკების გათვალისწინება“... 

ბატონი აკაკი იმასაც აღნიშნავს, რომ მნიშნელოვანია, პედაგოგმა მუდმივად იზრუნოს თვითგანვითარებაზე და ამაში თავად, როგორც ხელმძღვანელი, მაქსიმალურად უწყობს ხელს: „ვცდილობ, შევუქმნა ყველა საჭირო პირობა. გამოცდილების გაზიარებით და პრაქტიკული რჩევებით ვუწყობ ხელს მათ პროფესიულ ზრდას“.

ისე კი საინტერესოა, რა კრიტერიუმით არჩევს კადრს დირექტორი? - კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი აქვს: „სწავლა-სწავლების ხარისხი უმთავრესია“ და არცაა გასაკვირი, რადგან მუქედის საჯარო სკოლა წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; თითოეულ მოსწავლეზე ზრუნავენ და შემუშავებული აქვთ ინდივიდუალური მიდგომები, რაც რეალურად წარმატებული სკოლის ფორმულას ქმნის, სადაც ასევე ძირეული ფაქტორია პედაგოგსა და მოსწავლეს შორის ნდობის ჩამოყალიბება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება