სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ეროვნულობაც უნდა შევინარჩუნოთ და ცივილურ სამყაროსაც მოვერგოთ, კარჩაკეტილობა ილიასაც არ უყვარდა“ - ქეთევან დავლიანიძე, თბილისის N28 სკოლის დირექტორი
21-08-2025
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლა წლებია ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარჯოზე და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არდადეგებიდან მოსწავლეთა დაბრუნება აქ ყოველთვის დიდი დღესასწაულია. როგორ ხვდებიან „ცოდნის ტაძარში“ პირველკლასელებს? - etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი, ქეთევან დავლიანიძე ესაუბრება და წარმატებული სასწავლო პროცესის ფორმულასაც გვიმხელს.

„პირველკლასელებს საზეიმო გარემოს ვახვედრებთ, მერხები გაგვაქვს გარეთ, ხალიჩებს ვუფენთ, რათა პირველი ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში არასოდეს დაავიწყდეთ. ვატარებთ ღონისძიებას და ასე ვცდილობთ, არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს სწავლის დაწყება დღესასწაულად ვუქციოთ“, - აღნიშნავს ქალბატონი ქეთევანი და დასძენს, რომ მისთვის მთავარია, ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნას: „ჩვენთან ცოტა ბავშვია - 117 მოსწავლე... ყველას სათითაოდ ვკოცნი და ვეხუტები, ვცდილობ, სადღესასწაულო განწყობა შევუქმნა მოტივაციის  ასამაღლებლად. ჩემს მოსწავლეებთან მეგობრული, თბილი ურთიერთობა მაქვს ზოგი „ქეთისაც“ მეძახის და არა - მასწავლებელს“.

თბილისის N28 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სწორედ ასეთი მეგობრული, უშუალო ურთიერთობა მოსწავლე-მასწავლებელს შორის, განაპირობებს სწავლის ხარისხს და ქმნის საფუძველს, ბავშვებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. ასეთივე მოდგომების გამოყენებას ურჩევს ქალბატონი ქეთევანი ახალბედა მასწავლებლებსაც, რომლებიც წელს პირველად შეუძღვებიან მოსწავლეებს „ცოდნის ტაძარში“:

„ახალგაზრდა პედაგოგებს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას, ვურჩევ იყვნენ გახსნილები, თბილები, უშუალოები და თავისუფლები ბავშვებთან, ყოველგვარი კომპლექსის, ზეწოლის გარეშე... გარდა იმისა, ბავშვებს საგანი ასწავლო, მათთან უნდა იყო ძალიან მეგობრულად...

სხვა თაობა მოდის, ინდიგო ბავშვები არიან და მათთან უნდა იყო გულახდილი, გახსნილი, თავისუფალი, მოსიყვარულე...ეს უნარები უნდა ჰქონდეს პედაგოგს, პროფესიონალიზმთან ერთად. ჩვენი ვალია, საგანი ვასწავლოთ და შევაყვაროთ, ამიტომ პედაგოგი, გარდა იმისა, პროფესიას ფლობდეს, უნდა იყოს ძალიან ერუდირებული... იცით, ბავშვები რამდენ კითხვას სვამენ? - ყველა კითხვაზე უნდა გქონდეს პასუხი, რათა ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილო. 

პედაგოგმა უნდა აღზარდოს სამშობლოს მოყვარული მოქალაქე, განმსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით, თუმცა იმავდროულად, გლობალურად მოაზროვნე. მე ვასწავლი ვაჟა-ფშაველას „კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის" მიხედვით, სხვანაირად არ შეიძლება - ჩვენ ეროვნულობაც უნდა შევინარჩუნოთ და ცივილურ სამყაროსაც მოვერგოთ, კარჩაკეტილობა ილიასაც არ უყვარდა, მოგეხსენებათ. ამიტომ აუცილებელია ეს თვისებები მასწავლებლებისთვის.  გაკვეთილის ჩარჩო მაძლევს საშუალებას, ბავშვებთან ვიყო გახსნილი, თუ რომელიმე მათგანს რაიმე გადაცდომას შევამჩნევ, პირადად არ ვუთითებ, მომყავს ზოგადი მაგალითები, ბავშვებიც ხვდებიან „ქარაგმებს“ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამართლებს ეს მეთოდი. ბავშვი ხომ იმიტომაა ბავშვი, შეცდომა დაუშვას - ჩვენ, უფროსები, უნდა დავეხმაროთ მის გამოსწორებაში, დემაგოგიური მიდგომები კი  მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“. 

ქეთევან დავლიანიძე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტურ მიდგომებსაც ასახელებს, რომლებიც ამაღლებს როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის მოტივაციას: 

„ინკლუზიური გარემო აუცილებელია; თითოეულ მოზარდს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ერთი ფორმულა არსებობს. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ხშირად სპონატნურად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, ერთადერთი, რაც უპირობოა - არავითარ შემთვევაში, არ უნდა დაირღვვეს ბავშვის უფლებები!“, - ამბობს თბილისის N28 საჯარო სკოლის დირქტორი და დასძენს, რომ წარმატებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ასევე უმნიშნელოვანესია, პედაგოგმა მუდმივად იზრუნოს თვითგანვითარებაზე:

„პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია, რაშიც კოლეგებს პირადად ვუწყობ ხელს, ვეკითხები, რა კუთხით სჭირდებათ დახმარება, კათედრაც მაქსიმალურად ჩართულია ამ მიმართულებით, მასწავლებლები გადიან ტრენინგებს... ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის, ისინი წარმატებული მასწავლებლები არიან“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება