| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლა უნდა გაძლიერდეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა კი მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას.
ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის საატესტატო გამოცდებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ბავშვებსა და მშობლებს ორიენტირი არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ
ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე უნდა ჰქონდეთ.
„ჩვენთვის თვითმიზანი ის კი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიიღონ ცოდნა. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა გაძლიერდეს. უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს.
სკოლა უბრუნდება სკოლის ფუნქციას, გამოცდები მარტივდება და რაოდენობა მცირდება, რადგან ბავშვები ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ცოდნაზე არიან ორიენტირებულები, რომელიც როგორც წესი, უნივერსიტეტში არ ადგებათ. ვფიქრობთ, ეს მშობლების უზარმაზარი რესურსების ეკონომიას გამოიწვევს. როგორც კვლევები გვაჩვენებს, რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ გვაძლევს. ცვლილებების მიხედვით, სკოლა შეასრულებს თავის ფუნქციას და უნივერსიტეტებს ეძლევათ ავტონომია”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
ასევე იხილეთ: მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს ახალი ენერგიით იწყებს
მედალოსანი მოსწავლეების მონაცემთა რეპორტის ნახვის ინსტრუქცია და დეტალები - დირექტორებისა და პედაგოგების საყურადღებოდ
ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში მორიგი ცვლილებები შედის - დეტალებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში
ფოთის N7 საჯარო სკოლაში „ქართული ენის დღის კვირეული“ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობით დაიწყო