სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საჭიროა თუ არა ხანგრძლივი არდადეგები? - ზაფხულის გავლენა მოსწავლეთა ცოდნაზე და მეცნიერთა შეფასება
03-08-2025
-
+


ხანგრძლივი სასკოლო, საზაფხულო არდადეგები სასიამოვნო გამოცდილებად აღიქმება, თუმცა ახლავს საგანმანათლებლო რისკები, რის გამოც ბევრი სპეციალისტი მის შემცირებას ან სტრუქტურულ გადახედვას უჭერს მხარს. 

მათი თქმით, მოსწავლეები არდადეგების პერიოდში ივიწყებენ იმ ცოდნასა და უნარებს, რაც სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს. კვლევები აჩვენებს, რომ შეიძლება მოსწავლეებმა დაკარგონ ერთი თვის ტოლფასი ცოდნა.

მეცნიერები ხანგრძლივ საზაფხულო არდადეგებს მოძველებულ პრაქტიკას უწოდებენ. ისინი თვლიან, რომ მოსწავლეები უბრალოდ ივიწყებენ განვლილ მასალას, რომლის გახსენებაც შემდეგ ხელახლა უწევთ. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი შეფასებით ერთ თვემდე ნასწავლი მასალა იყრება წყალში.

ასევე მოსწავლეებს უჭირთ სასკოლო რიტმში დაბრუნება, ბავშვები ივიწყებენ სასკოლო ჩვევებს, ირღვევა ძილისა და კვების რეჟიმი. ეს ყველაფერი მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. სექტემბერში სკოლაში წასვლის წინ მოსწავლეთა უმრავლესობა ძლიერ სტრესს განიცდის. 

ერთი საინტერესო და პარადოქსული დეტალი შეამჩნია ამერიკული ორგანიზაცია NWEA -ის (კომპანია ჩართულია საგანმანათლებლო ტესტების შემუშავებაში) მკვლევარმა - ყველაზე მეტ ცოდნას არდადეგების დროს კარგავენ ბავშვები, რომელთაც სასწავლო წლის მანძილზე ყველაზე მეტი ისწავლეს. 

ალტერნატივის სახით, მაგალითად, აშშ-ში არსებობს წლის განმავლობაში მოქმედი სკოლები (year-round schools), რომლებიც არ მისდევენ ტრადიციულ სასკოლო კალენდარს. ამ მოდელში მოსწავლეებს არ აქვთ გრძელი, 2.5 ან 3-თვიანი არდადეგები. სწავლა მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს, თუმცა არდადეგები ორგანიზებულია წელიწადში რამდენჯერმე, მოკლე შუალედებით. 

თუ ტრადიციულ ამერიკულ სკოლაში სასწავლო წელი იწყება აგვისტო-სექტემბერში და მთავრდება მაისი-ივნისში, ზაფხულში კი 10-12 კვირიანი არდადეგებია. year-round schools-ში სასწავლო პერიოდებს შორის (ხშირად, ყოველი 9 კვირის შემდეგ) მოსწავლეებს აქვთ მოკლე არდადეგები (2-4 კვირა). ზაფხულში კი მხოლოდ 3-5 კვირა ისვენებენ. 

მოკლე, მაგრამ რეგულარული არდადეგების მქონე სკოლები განსაკუთრებით პოპულარულია კალიფორნიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ილინოისსა და ტეხასში.

სხვათა შორის, მსგავსი სისტემა მოქმედებს ამერიკის რიგ კოლეჯებშიც, სადაც ბაკალავრის პროგრამის დასრულება 2,5 წელიწადშია შესაძლებელი. თუმცა, ეს პრაქტიკა ამ შემთხვევაში დანერგეს, არა იმიტომ რომ სტუდენტებს არადეგების გამო განვლილი მასალა ავიწყდებათ, არამედ ასეთი გრაფიკი მათ საშუალებას აძლევს შეამცირონ სწავლის საერთო დრო და შესაბამისად ხარჯებიც.  ამ სისტემით, წელი დაყოფილია სამ პერიოდად, მოკლე შესვენებებით და არ არსებობს ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება