სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო - გასაჩივრება 50 ლარი ღირს
14-08-2025
-
+


მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მონაწილეებს სააპელაციო განაცხადების შევსება 14  აგვისტოს 10:00 საათიდან 18  აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. 
 
საპრეტენზიო  განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge  
 
შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
 
განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.  ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
 
აღნიშვნების  შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
 
გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის გასაჩივრებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
 
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს  დამოუკიდებელი კომისია.   

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება