| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან წასვლის და ასევე პედაგოგების პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე.
ამის შესახებ ბერიკა შუკაკიძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ეხება არა მხოლოდ ხელფასებს. როგორც კი ამ პოლიტიკას შევიმუშავებთ, ეს იქნება აპრილი-მაისის პერიოდში, მეტ დეტალს მაშინ გეტყვით. მიდის მუშაობა მათ შორის, სასწავლო საათების განაწილების წესზე, ასევე სტატუსით მაღლა მდგომი მასწავლებლების დატვირთვასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებული იქნება ზუსტად ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმაზე მასწავლებლის ხელფასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან გასვლის და პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმის შექმნაზე. ესეც დამოკიდებული იქნება ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციას განათლების მინისტრს მივცემთ“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
წყარო: 1tv
მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება
რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება
„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა