TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ერთად გავიზრდებით“ - ჩაქვის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
03-11-2026
-
+


საქართველოს მთავრობის ინიცირებით, სკოლებში ხორციელდება პროგრამა -„ჩემი პირველი ნერგი“. აღნიშნულ პროგრამას აქტიურად შეუერთდნენ ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები, მათი მშობლები და მასწავლებლები. 

პატარებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. 

„3 ნოემბერი ზეიმისა და პატარების ისტორიის დაწერის დღედ გადაიქცა. პირველკლასელებმა დიდი მონდომებით, ხალისითა და მოფერებით დარგეს დეკორატიული და მარადმწვანე ნერგები, მიაკრეს ჭიგოებზე, გაუკეთეს ეთიკეტები და მორწყეს... 

30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის დევიზი - „ჩვენ ერთად გავიზრდებით“ მომავალშიც გაგრძელდება და სკოლის კულტურის ნაწილად იქცევა.

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება