სიახლეები
სიახლეები

თუ მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის მექანიზმები არ გვექნება, რეფორმა ვერ განხორციელდება - რეზო აფხაზავა
22-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და სასკოლო სისტემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ცნობილი საზოგადოებისთვის 18 იანვარს გახდა. განათლების  რეფორმების შესახებ პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში განსახორციელებელ სიახლეებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა. უკვე ცნობილია, რომ სტატუსის ასამაღლებლად არსებული კრედიტქულების სისტემა გაუქმდება და მასწავლებლებს სტატუსის შეცვლა გამოცდის საშუალებით შეეძლებათ.

გაჟღერებული სიახლეებს განათლების მკვლევარი რეზო აფხაზავა აფასებს და აღნიშნავს, რომ  პრეზენტაციაზე ნაკლები კონკრეტიკა იყო, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი განხორციელდება დაგეგმილი ცვლილებები. თუმცა, განათლების მკვლევარი აქვე აღნიშნავს, რომ პრეზენტაციაზე 3 მნიშვნელოვანი საკითხის გამოყოფა შესაძლებელია.

„პირველი - ეს არის უნიფიცირებული მიდგომიდან, დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლა, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება განსხვავებული ტიპის სკოლები ერთნაირად იმართებოდეს და მხოლოდ ერთი მიდგომა გვქონდეს;

მეორე - ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე ორიენტირზე გადასვლა;

მესამე - პროფესიაში შესვლის გამარტივება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს არ ხდება კომპეტენციების ხარჯზე და ბიუროკრატიული ბარიერები აქაც ნაკლები იქნება. მაგრამ აქ არის კონკრეტული დეტალები, რომელიც უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ განხორციელდება, ეს ყველაფერი. ამაზე საუბარი სავარაუდოდ, შემდეგში იქნება. ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, სწორედ ეს საკითხებია“, - განაცხადა აფხაზავამ.

etaloni.ge-ს კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გამარტივებაზე საუბარი, იმ ფონზე თუ პროფესიიდან გამოსვლა ვერ დარეგულირდება, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ საკითხზე არც მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელს უთქვამს რაიმე და არც განათლების მინისტრს, ლადო აფხაზავა გვპასუხობს, რომ თუ პროფესიიდან გამოსვლის მექანიზმი არ იქნება, რეალურად რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

„პროფესიიდან გასვლის საკითხებზე არის საუბარი და სამოქალაქო სექტორს ჰქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. არსებობს ხედვები, მაგრამ ამას  სერიოზული დამუშავება უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ პროფესიიდან გასვლის მექანიზმები არ გვექნება, რეალურად რეფორმას ვერ განვახორციელებთ იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც არის დასახული“, - აღნიშნავს განათლების მკვლევარი და აქვე მასწავლებლებისთვის კრედიტქულების გაუქმებისა და სტატუსის შესაცვლელად გამოცდის ჩაბარების იდეასაც აფასებს.

„კრედიტები მასწავლებლებისთვის იყო საშუალება, რომ ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასულიყვნენ. კრედიტების სისტემის გაუქმება შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის საპირწონედ რა ალტერნატიური სისტემა იქნება შემოტანილი. კონკრეტული დეტალები ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რაც შეეხება სტატუსის შესაცვლელად გამოცდის ჩაბარებას, რა ტიპის იქნება ეს გამოცდა, გამოცდა იქნება, „დაცვა“ თუ რაიმე სხვა ამაზე საუბარი არ ყოფილა. არ ვიცით როგორი ტიპის გამოცდა უნდა იყოს ისეთი, რომ ერთი სტატუსიდან მეორეზე გადავიდეს მასწავლებელი - ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მეტი დეტალი და ამაზე საუბარი ცალკე არის საჭირო “, - განაცხადა განათლების მკველვარმა.

იხილეთ ასევე: 

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ჩააბარა თუ არა მასწავლებელმა გამოცდა - რა შემთხვევაში შეუძლია დირექციას შედეგის ნახვა

სწავლის დაწყების თარიღი - რა გამონაკლისს ითვალისწინებს საჯარო და კერძო სკოლებისთვის კანონი

გამოცდების ცენტრში ატესტატების მიტანის ვადა გახანგრძლივდა - რომელ აბიტურიენტებს ეხება მოთხოვნა, ვადები და დეტალები

საბავშვო ბაღების საყურადღებოდ! გამოცხადდა კონკურსი - ცვლილებები ავტორიზაციის საბჭოს ეხება

ავტოსაგზაო შემთხვევებს 14 ბავშვი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა - შსს-ს 6 თვის სტატისტიკა

პიროვნება
სსიპ მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლა
 
 
დირექტორის თქმით, მოსწავლისა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა გულწრფელობით უნდა იწყებოდეს
დირექტორის ხედვით, ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა მოტივაციისთვის ბავშვებთან ახლო ურთიერთობაა
 
სკოლები
საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება