სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება
18-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები კრედიტქულების დაგროვების ნაცვლად, გამოცდას ჩააბარებენ. 

აღნიშნული გამოცდის ჩაბარება მასწავლებლებს სექტემბრიდან მოუწევთ. იმ პედაგოგებს კი რომლებსაც კრედიტქულების ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ, პროცესის დასრულება ივნისამდე შეეძლებათ.

„იმ მასწავლებლებს, რომლებსაც დაგროვებული აქვთ დავუშვათ 17 კრედიტი, დასაწინაურებლად დარჩენილი აქვს 2 კრედიტი და მას ეს კრედიტები გავუუქმოთ, არასამართლიანი იქნება. ასეთ მასწავლებელს კანონი ივნისამდე აძლევს დროს, რომ დააგროვოს დარჩენილი 2 კრედიტი, დაასრულოს ეს პროცესი და გადავიდეს სხვა სტატუსზე. ვინც ამას ვერ გააკეთებს ან არ გააკეთებს სექტემბერში შეუძლია, გავიდეს გამოცდაზე და ისე დაწინაურდეს სქემაში“, - აცხადებს ბერიკა შუკაკიძე და აღნიშნავს, რომ ცვლილების შემდგომ მასწავლებლებს შეეძლებათ სასურველი სტატუსის შესაბამისად გავიდნენ გამოცდაზე. 

ანუ შეიძლება პრაქტიკოსი იყოს მასწავლებელი და უნდოდეს მენტორი გახდეს, ამისთვის მათ უბრალოდ მენტორის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მასწავლებელს ყველა საფეხურის გავლა აღარ დასჭირდებათ. აღნიშნული გამოცდა კი იქნება უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული. მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერების გამოცდა შესაძლებელია ჩავატაროთ ლაბორატორიაში და ეს არის იყოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩასაბარებელი გამოცდა. ჩვენ გვინდა გამოცდების სისტემაში უნივერსიტეტების ჩართულობაც, რათა არ იყოს ეს ფორმალური გამოცდა და ჩვენ საშუალება გვქონდეს შევაფასოთ მასწავლებლის ხარისხი და მისი შეფასება მოხდეს პრაქტიკაში“,-განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება