სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა - ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა
17-01-2019
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

„წითელა არის ე.წ. ვაქცინებით მართვადი დაავადება ანუ თუ ვაქცინაცია დროულად არის გაკეთებული ბავშვსა და მოზარდში, მისი დაავადებისგან დაცვის პროცენტი არის 97-99. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება არის. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ მიბრძანდნენ და აიცრან.

დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული. წითელას გავრცელების 8%-9% დაახლოებით, 1 წლამდე ბავშვებზე მოდის, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დედებს არ ჰქონდათ გაკეთებული, არც წითელა ჰქონდათ გადატანილი და ამიტომ მოხდა მისი ბავშვებში განვითარება. 

ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


წითელას შემთხვევები მომატებულია რეგიონებშიც, როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მიმართვიანობამ იმატა. კლინიკის ინფექციონისტი, ლალი დარახველიძე აცხადებს, რომ იანვარში კლინიკას სულ 49 ადამიანმა მიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში წითელას 24 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 13 დეკემბერში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, წითელას ვირუსი 42 პაციენტს დაუდგინდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია. მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით, წითელას ვირუსი აქვს 20 წლამდე ასაკის 24 პაციენტს, ხოლო 21-40 წლამდე და ზევით ასაკში 18 შემთხვევაა გამოვლენილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება