სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზამთრის ბანაკში იმყოფებოდნენ
16-01-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ალისა ბაგიროვა, დათო მარტიაშვილი, ფიდან ბაბაევა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლამზირა ოსეფაშვილთან ერთად, რუსთავის სკაუტური ცენტრის ზამთრის ბანაკში - „მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები ბანაკში 8 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით იყვნენ.

სამოქალაქო განათლების პედაგოგის თქმით, ბანაკში გატარებულმა 7 დღემ მოსწავლეებმზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების დამასწავლებლების მრავალფეროვნება იყო, საოცარი წესრიგი სუფევდა, რაც ტრენერთა ორგანიზებულობით და მაღალი კომპეტენციით აიხსნება. ბანაკმა მოსწავლეებს საშუალება მისცა სხვადასხვა კუთხით დაენახათ ერთმანეთი, გაეზიარებინათ გამოცდილება, გამკლავებოდნენ სირთულეებს, გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან, ესწავლათ არა მარტო ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის, არამედ დაბრკოლებების გადალახვა, კრიტიკული აზრის მიღება, გაანალიზება და ა. შ. გამოიყენებოდა სწავლების ინტერაქციული მეთოდები, ენერგოჯაიზერები, სწავლა თამაშით და მრავალი სხვა მეთოდი. განიზილეს ისეთი საკითხები როგორიცაა - ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობა, კულტურული მრავალფეროვნება, სამოქალაქო ჩართულობა, მოხალისეობა. დაიგეგმა პროექტები, რომელიც სკოლაში იქნება განხორციელებული. ბანაკში გატარებულმა 7 დღემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა“,-აღნიშნავს ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება