| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიმდინარე წლის 2-3 დეკემბერს მთელს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ქარია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში კი ზოგან თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა - დაბლობში +10, +15; მთაში +6, +11; მაღალმთაში 0, +5.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავადაუდევი, დილის საათებში ზოგან წვიმა, მაღალმთაში კი - თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა - ბარში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალმთაში 0, +5.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.
3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ღრუბლიანობის მომატებას პროგნოზირებენ, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა - დაბლობში ღამით +3, +8, დღისით +13, +18; მთაში ღამით -1, +4, დღისით +9, +14; მაღალმთაში ღამით -6, -1, დღისით +3, +8.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა - ბარში ღამით 0, +5,ზოგან -3-მდე, დღისით +8, +13; მთაში ღამით -4, +1, დღისით +7, +12; მაღალმთაში ღამით -7,-2, დღისით 0, +5°,ზოგან +9-მდე.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდევი. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +12.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას