სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

კონკურსის - „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
30-11-2018
-
+


საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მეგობრობა უკვე წლებია გრძელდება და ისინი ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ.

ერთ-ერთი ბოლო და წარმატებული კონკურსი, რომელიც ლიეტუვას საელჩოსა და პროექტ „ეტალონის“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა, სრულიად საქართველოს მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

კონკურსი „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ლიეტუვის ევროპული გამოცდილების პოპულარიზებას და მასზე მსჯელობის წახალისებას, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული მაგალითების მოძიების და საქართველოსთვის ამ მაგალითების გაზიარების შესაძლებლობებზე დისკუსიის წინ წამოწევას ლიეტუვის, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითზე.

კონკურსის გამარჯვებულებისა და ჟიურის რჩეულების დაჯილდოება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას კონკურსის წარმატებული მონაწილეები, მათი სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მან etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ეტალონის“ როლი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში ძალიან დიდია. მისი თქმით,  განათლება არის ის უმთავრესი მექანიზმი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნისთვის.

„ეს პროექტი არის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი ლიეტუვის საელჩოსა და ძალიან ცნობილ პროექტ „ეტალონს“ შორის. რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში. კონკურსი, რომელიც ლიეტუვის საელჩოსა და „ეტალონის“ თანამშრომლობით ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, იყო ერთგვარი მცდელობა მიგვეტანა ლიეტუვის გამოცდილება საქართველოს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, რომლებიც ამ გამოცდილებას საქართველოს განსავითარებლად გამოიყენებენ“.

ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა პროექტის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც მოძებნის პროექტ „ეტალონთან“ თანამშრომლობის გზებს და გაუზიარებს საქართველოს საკუთარ გამოცდილებას განათლების სფეროში.

იხილეთ ფოტოები

ასევე იხილეთ:

„ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ - კონკურსის შედეგები

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთობლივ კონკურსს აცხადებენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება