სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატებას აჩვევს“ - გურჯაანში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
26-10-2018
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი - ტესტირება ჩატარდა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა ბოლომდე გამოავლინეს. რჩეულები მეორე ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული 31 ოქტომბერს ჩატარდება, რის შემდეგაც გურჯაანის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი:

პროექტის მეორე ეტაპი - ღონისძიება გურჯაანის N1 სკოლაში ჩატარდება. ამ პროექტს ყოველთვის დადებითი გამოხმაურება აქვს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ღონისძიება წელსაც კარგად ჩაივლის. მის მიმართ საზოგადოების, მშობლების ინტერესი მაღალია. „ეტალონი“ ბავშვებისთვის კარგი საშუალებაა, რომ უფრო ღრმად გაეცნონ იმ დისციპლინებს, რომელსაც ისედაც სწავლობენ; გაიფართოვონ თავიანთი ზოგადი განათლება და გახდნენ წარმატებულები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ეკა ცისკარაშვილი:

პროექტი საგანმანათლებლოა, ახალგაზრდების ინტელექტის გამოვლენას უწყობს ხელს და აზროვნებას ანვითარებს. შესაბამისად, მას მხოლოდ მივესალმებით.  

არაშენდის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ბოხუა:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა მონაწილეობა ყველა კლასიდან მიიღეს. მათი მოტივაცია მაღალი გახლდათ. პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. შემდეგ ეტაპზე ორი ბავშვი გადავიდა და მათ აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან ბევრის მომცემია-მოწაფეებს სტიმულს აძლევს.

გურჯაანის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია გუგულაშვილი:

ტესტირების მიმართ მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო. მეორე ეტაპზე გადასულებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვები მეცადინეობენ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მოტივაციაა.

ველისციხის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ნესუაშვილი:

მოსწავლეებმა ტესტირებაში მონაწილეობა საკმაოდ აქტიურად მიიღეს. ბევრიც მეორე ეტაპზე გადავიდა. გვყავს შარშანდელი გამარჯვებული - გურჯაანის „ეტალონი“ მოსწავლე, რომელიც სხვა მოსწავლეებისთვის მაგალითია. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. „ეტალონი“ მოწაფეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი მოტივატორია, რომ მეტი წაიკითხონ, გაიგონ და ისწავლონ.

ველისციხის საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი ნონა მენაბდიშვილი:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მიიღეს. მეორე ეტაპზე 11 მოსწავლე გადავიდა. ამისთვის ისინი აქტიურად ემზადებიან, ზოგად ინფორმაციას იღებენ და მეცადინეობენ. „ეტალონს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შემეცნებითი პროექტია. მოსწავლეები საკუთარ ცოდნას იმტკიცებენ და უფრო მეტს იძენენ. მოტივაციაც უმაღლდებათ. სერთიფიკატსაც კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

შაშიანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ თვალიაშვილი:

პირველ ეტაპზე ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოხატეს მოსწავლეებმა. ტესტირება სრულყოფილად ჩატარდა. ბავშვებს ტესტები ძალიან მოეწონათ და მასზე დიდხანს საუბრობდნენ. შედეგებიც კარგი იყო. ასევე, ჩვენ გვყავდა წინა წლის რაიონის „ეტალონი“  ბავშვი, რომელიც სხვებისთვის მოტივატორია. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით და გამარჯვება ყველა მათგანს სურს.

შაშიანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნატო გოგიშვილი:

პირველმა ეტაპმა - ტესტირებამ სრულყოფილად ჩაიარა. ბავშვები ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მეორე ეტაპისთვის გულისყურით და მონდომებით ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ცოდნის განმტკიცებისა და წარმატების მიღწევის საშუალებაა.

ახაშნის საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი:

პროექტი ძალიან კარგია, რადგან ბავშვების ცოდნის დონეს აძლიერებს და მათ თავდაჯერებულობას სძენს. ასევე, „ეტალონს“ მოსწავლეები ყოველ წელს ელიან და მათი ჩართულობა ყოველთვის მაღალია. პირველი ეტაპიდან მეორე ეტაპზე 3 მოსწავლე გადავიდა  და მათ გამარჯვების დიდი სურვილი აქვთ.

ახაშნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ანა ხუნჯუკაშვილი:

პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. 3 მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა. ისინი მეცადინეობენ და სკოლა მათ საგულშემატკივროდ მზადაა. „ეტალონი“ მოწაფეებისთვის მოტივაციაა. მონაწილეობის მიღება ყველას სურს.

გურჯანიის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან მამულაშვილი-პაპუაშვილი:

პირველი ეტაპი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. შევეცადეთ რომ ისინიც ჩართულიყვნენ პროცესში, ვისაც წინა წელს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და შესაბამისად, გამოცდილები გახლდნენ.  „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც ბავშვებს ღრმა ინტელექტუალურ განათლებას აძლევს.

გურჯანიის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დიმიტრი პოპოვი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა, მოსწავლეები ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. მეორე ეტაპზე გადასვლა უმრავლესობას სურდა. ღონისძიებისთვის აქტიურად ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებს საკუთარი ძალების გამოცდის საშუალებას აძლევს და წარმატებას აჩვევს.

კარდენახის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ღლიღვაშვილი:

პირველი ეტაპით ყველა კმაყოფილია. ბავშვები მონდომებით ჩაერთნენ. მეორე ეტაპზე 4 ბავშვი გადავიდა. ყველა გულდასმით ვემზადებით ღონისძიებისთვის. „ეტალონი“ არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა და ეს ძალიან კარგია.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება