სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარა ხელებით დარგული დიდი იმედი!“- მაიდნის საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას სიხარულით შეუერთდნენ
16-11-2026
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

პირველკლასელებმა, პედაგოგ ნინო მიქაძესთან ერთად, სახელობითი ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 

სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა.

„დღეს ჩვენმა პატარა პირველკლასელებმა, მასწავლებელ ნინო მიქაძესთან ერთად, კიდევ  ერთი ლამაზი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. საკუთარი ხელით დარგეს პირველი ნერგი, რომელსაც სიყვარულით, მზრუნველობითა და იმედით გაზრდიან.

დღეს, მათ ისწავლეს, რომ თითოეული ნერგი სიცოცხლის სიმბოლოა, ხოლო მისი დარგვა - მომავლისთვის გაღებული ზრუნვა.

პატარა ხელებით დარგული დიდი იმედი! დარგე დღეს ერთი ნერგი და ხვალ აჩუქე სამყაროს დიდი ხე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბუნების სიყვარულსა და მოფრთხილებას დაწყებითი საფეხურიდან ასწავლიან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პროექტის ფარგლებში, VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა

არტიუშმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება