| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
სკოლაში განსაკუთრებული სიხარულითა და მხიარულებით გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება, რომელმაც არაერთი საზეიმო და შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
პატარებმა და უფროსებმა ერთად გააცოცხლეს შემოდგომის სილამაზე, წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი, მონდომება და შემოქმედებითი შესაძლებლობები. ღონისძიება სავსე იყო ლამაზი ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და შემოდგომის უხვი მოსავლით.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები და მადლობას უხდიან ყველას ლამაზი ღონისძიებისთვის.
„შემოდგომის ფერებით, სითბოთი და სიყვარულით სავსე დღე ჩვენს სკოლაში!
მადლობა, ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის!
შემოდგომა ხომ ის დროა, როცა ბუნებაც და ადამიანების გულებიც განსაკუთრებული ფერებით იმოსება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პროექტის ფარგლებში, VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას