სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის!“ - საინტერესო ეკოპროექტი ლასურიაშის საჯარო სკოლაში
16-11-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა სამოქალაქო განათლების ფარგლებში განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტი სახელწოდებით - „ერთად სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის!“

პროექტის ავტორი გახლდათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გრიგოლ კენჭაძე. 

პროექტში მონაწილეობდნენ ლასურიაშის საჯარო სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, რომელთა მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება და მშობლიურ გარემოზე ზრუნვა იყო.

პროექტის ფარგლებში:

დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფელ ლასურიაშის ცენტრალური ქუჩები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან;

დახარისხდა შეგროვებული ნარჩენები;

ჩატარდა საინფორმაციო კამპანია - მოსწავლეების მიერ დამზადებული გარემოსდაცვითი შინაარსის ბანერები სოფლის სხვადასხვა ადგილას განთავსდა, რათა მათი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიეტანათ:

„ნუ დააბინძურებ შენს სახლს - ბუნება ჩვენი საერთო სახლია!“

„სუფთა ქუჩა - სუფთა მომავალი!“

„გაუფრთხილდი ლასურიაშის ულამაზეს ბუნებას - არ დაყარო ნაგავი!“

მოსწავლეებმა შექმნეს შემაჯამებელი საინფორმაციო პლაკატი, რომელზეც პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობების ფოტომასალა და გარემოსდაცვითი ფაქტები გააერთიანეს. პლაკატი სკოლის სივრცეში განათავსეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლენ და თავად გახდნენ პოზიტიური ცვლილებების ინიციატორები საკუთარ თემში. „პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ასწავლიან. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პროექტის ფარგლებში, VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა

ნერგების დარგვის პროცესში სკოლის დირექტორთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ IX და X კლასების მოსწავლეები
 

პატარები პირველ ასო-ბგერებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება