| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ევროპას სასწავლო-კულტურული ტურით ესტუმრნენ.
რა შეიძლება ისწავლო ევროპაში მოგზაურობისას, გარდა ახალი ქალაქებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების აღმოჩენისა? ბევრი რამ - განსაკუთრებით მაშინ, როცა მოგზაურობა განათლებას, საერთაშორისო დიალოგსა და ახალ გამოცდილებას უკავშირდება! ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ევროპული სასწავლო ვიზიტი სწორედ ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილება აღმოჩნდა.
ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში გამართულ World Forum for Democracy 2026-ში მონაწილეობა იყო. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებს, საერთაშორისო დისკუსიებსა და ევროპული ინსტიტუტების საქმიანობას.
სასწავლო გამოცდილებას კულტურული აღმოჩენებიც შეემატა. ჯგუფმა მოინახულა შვეიცარიის ბაზელი, საფრანგეთის სტრასბურგი და ულამაზესი კოლმარი - ქალაქები, რომელთა ისტორია, არქიტექტურა და კულტურული მრავალფეროვნება ევროპას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
„ახალი გარემო, განსხვავებული კულტურები, საერთაშორისო შეხვედრები და საკუთარი თვალით დანახული ევროპული გამოცდილება - ეს ის გაკვეთილებია, რომლებიც საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობენ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას