| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების - „შუშანიკის წამებისა“ და „აბო თბილელის წამების“ შესწავლის შემდეგ, თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ IX კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი დედაქალაქის ისტორიულ ადგილებში გააგრძელეს.
„ცოდნელები“ ეწვივნენ მეტეხის ტაძარს, მოინახულეს შუშანიკ დედოფლის საფლავი, დაათვალიერეს აბო თბილელის წამების ადგილი და მტკვრის სანაპიროზე მდებარე მისი სახელობის მცირე სამლოცველო.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ჯალალ ედ-დინის შემოსევა თბილისში და 100 000 მოწამის ტრაგიკული ისტორია, კიდევ ერთხელ გაიაზრეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რწმენისა და თავგანწირვის მაგალითები.
ეს იყო გაკვეთილი, სადაც ლიტერატურული ტექსტები რეალურ ისტორიულ სივრცეს დაუკავშირდა, წარსული კი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ახლობელი და გასაგები გახდა.
„ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას, ვუფრთხილდებოდეთ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას! “,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სულიერ და კულტურულ ღირებულებებს ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას