სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქინძათის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეულ გაცნობას კვირეული მიეძღვნა 
10-11-2026
-
+


1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში დაიბადა ილია ჭავჭავაძე. ერის მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით გასული კვირა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში სრულიად დაეთმო ქართველი ერის დიდი მოაზროვნის, მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეულ გაცნობას.

ილია ჭავჭავაძის კვირეულის განმავლობაში VIII , IX და X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში, საინფორმაციო პრეზენტაციებსა და ლიტერატურულ სამუშაოებში, სადაც კიდევ ერთხელ გაიაზრეს ილიას უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის სულიერ და ეროვნულ გამოფხიზლებაში.

კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო- შემეცნებითი ტური აღმოჩნდა. მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, სადაც უშუალოდ იხილეს დიდი მწერლის ეპოქა. დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები, ხელნაწერები და ის გარემო, სადაც ერის მამა მოღვაწეობდა.

ექსკურსიის დასასრულს მოსწავლეებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ნატრიაშვილი.

„მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოზარდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას და კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი სიყვარულის გაღვივებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება