| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, მე-2 კლასში, მუსიკაში ჩატარდა საინტერესო პროექტ- გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „ქართული ხალხური საკრავი - სალამური“, მიზანი კი მოსწავლეებისთვის პრაქტიკული აქტივობის (საყოფაცხოვრებო მასალისგან- საწრუპებისგან სალამურის მოდელის დამზადება) პროცესში ქართული ხალხური ჩასაბერი სქკრავის - სალამურის გაცნობა.
წინა გაკვეთილზე პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა სალამურის აგებულებაზე, თუ რა მასალუსგან მზადდება (ლერწმის ან ჭერმის ხისგან), რას უწოდებენ მეორენაირად (მწყემსურ საკრავს), როგორ იღებენ მასში ბგერას ( ჩაბერვით).
პედაგოგმა ბავშვებს მოასმენინა სალამურის ჟღერადობა, შემდეგ თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით, მოსწავლეებს დაურიგა ფორმატზე დახატული სალამური, რომელიც მათ წიგნის ილუსტრაციის მიხედვით დიდი ინტერესითა და მონდომებით გააფერადეს.
მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით შეძლეს მარტივი ხელსაწყოებითა და საწრუპებით სალამურის მოდელის აწყობა-დამზადება.
დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სიხარულით მოსინჯეს შექმნილი საკრავი და შეეცადნენ მის აჟღერებას.
„ამ აქტივობით მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი ტრადიციული კულტურის მიმართ, ქართული ფოლკლირისა და ხელოვნების სიყვარული. უვითარდებათ ინდივიდუალური მუშაობის და შემოქმედების უნარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას