| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია
მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით მიმდინარეობს. ორი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულმა გაკვეთილმა ბავშვებს ცოდნის მიღების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.
პირველი გაკვეთილი - „ჩემი საყვარელი წიგნი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ წიგნებზე, განმარტეს, რატომ მოსწონთ ისინი და საკუთარი წიგნების ყდები შექმნეს. აქტივობის მიზანი იყო კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება, მსჯელობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
მეორე გაკვეთილი - „სიტყვის სკივრი“
პროგრამული გაკვეთილის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა „სიტყვის კაცს“ წერილები მისწერეს, შექმნეს კომიქსები და ახალ სიტყვებს შესაბამისი მნიშვნელობები მიუწერეს. მათი წერილები საინტერესო იდეებითა და ორიგინალური ჩანაფიქრებით გამოირჩეოდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობების მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წერითი მეტყველების განვითარება და ახალი სიტყვების მნიშვნელობის გააზრება.
„როდესაც სწავლა შემოქმედებას ერწყმის, ცოდნა გამოცდილებად იქცევა, ხოლო ყოველი ახალი სიტყვა - აღმოჩენად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას