სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რგანის სკოლის დირექტორის გულთბილი მილოცვა წარმატებულ კურსდამთავრებულს - თეკლა ვეშაპიძემ ეროვნული გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა 
06-08-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ამაყობენ. 

თეკლა ვეშაპიძემ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, დღეს კი საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინშია. სკოლის დირექტორი მაია მეგრელი მისი დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია და აბიტურიენტის წარმატებას მასთან ერთად ხარობს. 

სკოლის ხელმძღვანელი კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს და სჯერა სიყვარულითა და სითბოთი აღზრდილი გოგო თავისი ნიჭითა და შრომით მთელ საქართველოს და მსოფლიოს გააოცებს.

„სიამაყით, სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავ რგანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს - თეკლა ვეშაპიძეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბრწყინვალედ ჩაბარებას! 

თეკლა, შენ ხარ ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული და ნიჭიერი გოგო, საამაყო შვილი ხარ როგორც  შენი მშობლების ასევე, შენი სკოლისა და შენი მასწავლებლებისთვის.

გულით მჯერა, რომ არ იარსებებს ისეთი მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ვერ შეძლებ. შენი მონდომება, ცოდნა და ადამიანური ღირებულებები აუცილებლად მიგიყვანს დიდ წარმატებამდე.

მჯერა, ჭიათურის პატარა სოფელ რგანში სიყვარულითა და სითბოთი აღზრდილი გოგო თავისი ნიჭითა და შრომით მთელ საქართველოს და მსოფლიოს გააოცებს!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება