სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნებითი ტური 
31-07-2026
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის VII, IX და XI კლასების მოსწავლეებისთვის 24-25 ივნისს სამგრელოსა და სვანეთში შემეცნებითი ტური მოეწყო. 

ორდღიანი მოგზაურობის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს დადიანების სასახლე, დაათვალიერეს ენგურის კაშხალი, ესტუმრნენ მესტიას, გაეცნენ სვანურ კოშკებსა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმებს.

ტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უშგულში ვიზიტი იყო. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ სოფელში და შხარას ულამაზესი ხედებიც მოინახულეს.

სკოლის ინფორმაციით, ექსკურსია მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„სვანეთი უამრავი ლამაზი შთაბეჭდილებით დაგვამახსოვრდა. გზად მოვინახულეთ დადიანების სასახლე, ვიხილეთ ენგურის კაშხლის გრანდიოზული ხედი, ვესტუმრეთ მესტიას, დავათვალიერეთ სვანური კოშკები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმები. ასევე ვიმოგზაურეთ უშგულში-ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე მუდმივად დასახლებულ სოფელში, სადაც შხარას ულამაზესი ხედებით დავტკბით. ეს მოგზაურობა იყო სავსე ახალი ცოდნით, შთაბეჭდილებებით, მეგობრული მომენტებითა და დაუვიწყარი ემოციებით. მადლობა VII-IX-XI კლასების მშობლებს, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს,ვინც ეს დღეები განსაკუთრებული გახადა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება