სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლე გაეროს მოდელირების კონფერენციაზე საუკეთესო დიპლომატად დასახელდა
17-07-2026
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მართა ფხაკაძემ, საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორმატის - გაეროს მოდელირების კონფერენციაზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და „საუკეთესო დიპლომატის“ ტიტული დაიმსახურა.

თბილისში 19-21 ივნისს გამართულ მასშტაბურ კონფერენციაში მართა ფხაკაძე ვენესუელას დელეგატის როლში მონაწილეობდა. მან წარმატებით წარმოადგინა ქვეყნის პოზიცია, აქტიურად ჩაერთო დისკუსიებსა და დებატებში და მონაწილეთა შორის გამორჩეული დიპლომატიური უნარებითა და ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩეოდა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გლობალურ საკითხს - სამხედრო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულირებას - განიხილავდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლე საუკეთესო დიპლომატად დასახელდა და ჯილდოსთან ერთად 1000-ლარიანი ვაუჩერიც მიიღო.

სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას.

„სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი მოსწავლის უმნიშვნელოვანეს წარმატებას!

თბილისში 19-21 ივნისს გამართულ გაეროს მოდელირების (Model United Nacions-MUN) მასშტაბურ კონფერენციაში, ჩვენი სკოლის მოსწავლემ, მართა ფხაკაძემ, ბრწყინვალედ იასპარეზა, უმაღლრსი ჯილდო- „საუკეთესო დიპლომატის“ ტიტული მოიპოვა და საჩუქრად 1000 ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა!

კონფერენციაზე მართა ვენესუელას დელეგატის როლში გამოდიოდა. მან უმაღლეს დონეზე დაიცვა ქვეყნის პოზიცია და დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთო დებატებში, სადაც წლევანდელი წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და აქტუალური საკითხი- სამხედრო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულირება განიხილებოდა. გლობალური უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მუშაობისას, მართამ გამოავლინა ღრმა ანალიტიკური აზროვნება, გამორჩეული დიპლომატიური მიდგომები და სხვა ქვეყნების დელეგატებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასე ღირსეულად ართმევენ თავს მსგავს საპასუხისმგებლო და მაღალი დონის გამოწვევებს. სკოლის სახელით ვულოცავთ მართას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსუსრვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალ საგანმანათლებლო და პროფესიულ ასპარეზზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსწავლის წარმატებით. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება