სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საამაყო სპორტული წარმატება
17-07-2026
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული მიღწევებით ამაყობენ. 

სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ  შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა გიორგი ახვლედიანი, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები და სპორტული მომზადება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

საქართველოს ჩემპიონატზე კიოკუშინში გამარჯვებულები გახდნენ - ელენე სუხიტაშვილი და ნიკოლოზ გიუნაშვილი. მათე ღამბარაშვილმა კი საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული  მოიპოვა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა წარმატება მხოლოდ სპორტულ მიღწევებს არ უკავშირდება - განსაკუთრებით საამაყოა მათი პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებასა და ახალ სპორტულ მწვერვალებს.

„ასმეექვსე სკოლა სკოლა ამაყობს თქვენით! 

გიორგი ახვლედიანი, ნიკოლოზ გიუნაშვილი, ელენე სუხიტაშვილი, მათე ღამბარაშვილი - გვიყვარხართ! 

პირველ რიგში, ღირსეული და ზრდილობიანი ადამიანები ხართ, რაც თქვენს გამარჯვებებს კიდევ უფრო საამაყოს ხდის.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული - გიორგი ახვლედიანი. 

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები კიოკუშინში - ელენე სუხიტაშვილი და ნიკოლოზ გიუნაშვილი. 

საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული- მათე ღამბარაშვილი.

გილოცავთ, ჩემო მიზანდასახულებო! კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება გვეზეიმოს ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება