| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიულ ხელოვნებასა და ფოლკლორულ ტრადიციებს. ანსამბლ „აისიერის“ შემადგენლობაში კი მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ.
2026 წლის ივლისში, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, ანსამბლი „აისიერი“ გამარჯვებით დაბრუნდა საქართველოში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოადგინეს საქართველო, მშობლიური N117 საჯარო სკოლა და ქართული კულტურა. მათ საერთაშორისო მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურეს, შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ფოლკლორი მსოფლიო სცენაზეც განსაკუთრებული სიძლიერითა და პატივისცემით სარგებლობს.
„ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას ანსამბლ „აისიერის“ ხელმძღვანელებს - ბექა და გვანცა ესიავებს, ანსამბლის თითოეულ წევრს, მათ მშობლებსა და სკოლას.
ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, შემოქმედებით წინსვლასა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას