| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
პატარებმა, დამრიგებლის - არმენუი ავეტისიანის ხელმძღვანელობით, „ანბანის გაცილება“ გამართეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებით მშობლიური ანბანის შესწავლა იზეიმეს და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს.
სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია. დილიფის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ არმენუი ავეტისიანის თაოსნობით, ეს დღე ნამდვილ ზეიმად აქციეს.
პატარებმა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ის ცოდნა, რაც წლის განმავლობაში შეიძინეს.
„მათ სამყაროს კიდევ ერთი საოცარი კარი - მშობლიური ენისა და მწერლობის სამყარო გადაუშალეს. ამ ლამაზი დღის უკან კი, რა თქმა უნდა, დგას პედაგოგის უდიდესი შრომა, მოთმინება და სიყვარულია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას