სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ყვირილა“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისტია
30-06-2026
-
+


ჭიათურის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ყვირილა“ აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში -  „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“.

მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში უამრავი გარემოსდაცვითი, სოცილაური თუ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განახორციელა და კონკურსის ნახევარფინალში ღირსეული ადგილი დაიკავა. 

სკოლაში ეკოკლუბ „ყვირილას“ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ახრებთ და CENN-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას სიამაყით გვიზიარებენ. 

„ჩვენმა გუნდმა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში 150-ზე მეტი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელა, რომლებიც მოიცავდა როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივებს:

მიზანი 6 და 13: აქტიურად ვიმუშავეთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე;

პატარა მეგობრები: ვიზრუნეთ უმცროსკლასელებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე;

გამწვანება და დასუფთავება: ნიკო კეცხოველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველი უთავბოლოდ მოჭრილი ხე დანაშაულია კაცთა მოდგმის წინაშე“ - ჩვენმა მოსწავლეებმა უამრავი ნერგი დარგეს და იზრუნეს ბუნების დასუფთავებაზე;

პროფესიული შეხვედრები: მოვაწყვეთ საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.

ნახევარფინალის კულმინაცია:

ჩვენმა სკოლამ ნახევარფინალში წარადგინა პროექტი, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა - ჩვენი პრეზენტაცია ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესოდ დასახელდა! თუმცა, ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად, სამწუხაროდ, სულ რაღაც 2 ქულა დაგვაკლდა.

ეს შედეგი ჩვენთვის მარცხი არ არის, პირიქით - ეს არის უდიდესი სტიმული და დადასტურება იმისა, რომ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ცვლილებებიც კი დიდ გარდატეხას იწვევს და ჩვენ ამ ცვლილებების ნაწილი ვართ!

დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ლია მუმლაძეს , თითოეულ ეკოკლუბელს და აქტივობებში ჩართულ მე-4 სკოლის სასკოლო საზოგადოებას თავდაუზოგავი შრომისა და ენთუზიაზმისთვის!

უღრმესი მადლობა, სკოლის დირექტორ ნინო შეყილაძეს, გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება