სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სულორის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „ფინანსური ფეხბურთი” - გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ
12-06-2026
-
+


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-მ ფინანსური განათლების ინტერაქციული თამაში „ფინანსური ფეხბურთი”  წარადგინეს. 

28 მაისს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ღლონტი და მისი მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ პროექტის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე სულორის საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბლიც-კონკურსში - „სპორტი და ფინანსური განათლება“, სადაც 6 საუკეთესო გამარჯვებულ გუნდს შორის დასახელდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწორედ ამ დიდი წარმატების შედეგი იყო მათი საპატიო მიწვევა ამ ღონისძიებაზე.

„შეხვედრა საოცრად საინტერესო და ინტერაქციული აღმოჩნდა. განსაკუთრებით საამაყო იყო იმის ყურება, თუ როგორ აქტიურად ჩაერთნენ სულორელი ბავშვები დისკუსიაში - მათ დასვეს შინაარსიანი, საინტერესო შეკითხვები და დამსწრე ინფლუენსერების ყურადღებაც მიიპყრეს. მოსწავლეებმა მისცეს ინტერვიუები და დიდი ენთუზიაზმით გააზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად ფუნქციონირებს კლუბი „FinEdu-სულორი“ (საბაზო და საშუალო საფეხურის მსოწავლეებისთვის). კლუბი პედაგოგ ხათუნა ღლონტის ხელმძღვანელობით მუშაობს და ეს აღიარებაც მათი ერთობლივი შრომის მორიგი შესანიშნავი შედეგია.

„ვულოცავთ სულორის საჯარო სკოლის გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება