| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მე მსურს, ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს...
კაილ შვარცი - დაწყებითი კლასის პედაგოგი დენვერში, კოლორადოს შტატში. ერთხელ მან მოსწავლეებს მარტივი დავალება მისცა. სთხოვა, დაესრულებინა წინადადება - «მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ ...» რეზულტატი სიურპრიზი გამოდგა და მან სხვა თვალით შეხედა თავის მოსწავლეებს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ ძლიერ მენატრება მამა. ის დეპორტირებული იქნა მექსიკაში, როცა 3 წლის ვიყავი და 6 წელია, რაც არ მინახავს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა მისტერ კინგმა იცოდეს, რომ დედა უფრო ცუდად გახდა და ის წინა ღამეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ სახლში ფანქარი არა გვაქვს, საშინაო დავალება რომ შევასრულო.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ მეგობრები არა მყავს და არავის უნდა ჩემთან თამაში.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, რომ შეიძლება დედაჩემს დიაგნოზი დაუსვან და სიმსივნე აღმოაჩნდეს...
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, არ მომწონს, როცა აღნიშნავს, რომ სხვა მოსწავეები საქმიანობენ, მე კი უნდა ვისწავლო, ის მე ვერ მამჩნევს.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, ზოგჯერ ჩემს საშინაო დავალებას დედის ხელმოწერა აკლია, რადგან ის თითქმის ჩემ გვერდით არასდროს არის.
მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს, ართრიტი მაქვს და ამიტომ ამ შემიძლია ისე სწრაფად შევასრულო ყველაფერი, სხვა ბავშვები რომ აკეთებენ, მაგრამ მე ფარ-ხმალს არ ვყრი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა