სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს იყო ლამაზი დღე პოეზიისა და ციფრების“ - თბილისის N124 სკოლის მოსწავლეებმა დიდი ქართველი მათემატიკოსების საფლავთან ღონისძიება გამართეს
10-06-2026
-
+


მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

​VIIIდ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების - მანანა წაწიშვილისა და ციცო ყურაშვილის ხელმძღვანელობით, მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ, დიდი მათემატიკოსების ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუას სამუდამო განსასვენებელთან მათი ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. 

„ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებოდით მთაწმინდის ფერდობს, მამადავითის ეკლესიის შემოგარენში ხომ სავანე ჰპოვეს ქართველებისთვის ძვირფასმა ადამიანებმა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრობა საინტერესო ყოფილიყო. მზადება ამ დღისთვის ადრე დავიწყეთ, ჩვენი ინტერესის საგანი დიდი მათემატიკოსები იყვნენ. მათემატიკა და პოეზია, ერთი შეხედვით, ურთიერთსაპირისპირო სამყაროებია, თუმცა სინამდვილეში ორივე მათგანი ეძებს სამყაროს ფარულ წესრიგს, ჰარმონიასა და სილამაზეს.

ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა - მსოფლიო დონის მათემატიკოსები, რომლებმაც ქართული მათემატიკური სკოლა მსოფლიოს გააცნეს. საინტერესოდ ისაუბრეს მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე VIIIდ კლასის მოსწავლეებმა: ნიკა კაკაჩიამ, ზუკა სხილაძემ, მარიამ ელიზბარაშვილმა და მასწავლებელმა მანანა წაწიშვილმა, გაიხსენეს საინტერესო ისტორიები.

ციფრებისა და ფორმულების მიღმა უდიდესი პოეზია იმალება, ჭეშმარიტი მათემატიკოსი თავის სულში ყოველთვის პოეტია. იქვე ვაჟა, ილია, აკაკი, ტატო, გალაკტიონი... ყველას საფლავთან ემოცია და მოკრძალება. ეს იყო ლამაზი დღე პოეზიისა და ციფრების“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება