სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N152 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო-კვლევითი კონფერენციაზე
10-06-2026
-
+


16 მაისს, ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 79-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია, რომელიც წელს „ციფრული ეპოქისა და მისი გამოწვევების“ აქტუალურ თემას მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის N152 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვლევის პროცესმა და თემების მრავალფეროვნებამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ თანამედროვე მოზარდებს ინტერდისციპლინური ხედვის განვითარება და გლობალური ტექნოლოგიური გამოწვევების გაანალიზება. 

მოხსენებების თემატიკა იყო საოცრად ღრმა, მასშტაბური და მეცნიერულად ზუსტი:

მარიამ ზარიძე კონფერენციაზე წარდგა თემით - „ხელოვნური ინტელექტის როლი მედიცინასა და დიაგნოსტიკაში, ექიმი თუ ალგორითმი? “

ნია ქვარცხავას მოხსენების თემაა -  „ხელოვნური ორგანოები ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიური ევოლუცია, გამოწვევები და საზოგადოებრივი პერსპექტივები“; 

ქრისტინე ცაგარეიშვილმა ისაუბრა თემაზე - „ტექნოლოგია და ადამიანის ევოლუცია“; 

ანდრია თანდაშვილის საკონფერენციო თემაა - „ციფრული მედიის გავლენა მოზარდების შეხედულებების ფორმირებაზე“; 

ეკატერინე ქირიას მოხსენების შეეხო საკითხს - „ციფრული ნავიგაციის გავლენა თავის ტვინის ნეიროპლასტიურობაზე, ჰიპოკამპის სტრუქტურული ცვლილებები და „ციფრული ალგორითმი“. 

მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ბიოლოგიური, სამედიცინო და ტექნოლოგიური ცოდნის პრაქტიკულ კვლევაში ტრანსფორმირება, საპრეზენტაციო უნარების ბრწყინვალედ დემონსტრირება და ჟიურის წინაშე საკუთარი არგუმენტების დაცვა. 

„განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო ანდრია თანდაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება და მისი სექციის პირველი ადგილი!  მისმა ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა (100დან 100 ქულა). ასევე, უდიდესი წარმატებაა გოგონების - ნია ქვარცხავას, მარიამ ზარიძის, ქრისტინე ცაგარეიშვილისა და ეკატერინე ქირიას საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი მაღალი აკადემიური პოტენციალი.

ეს კონფერენცია იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და მეცნიერული ინტერესის გაღვივებას. მადლობა თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისა და ასეთი მაღალი დონის წარდგენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება