| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის IV კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის მიწურულს მათემატიკური ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს.
5 ივნისს, სკოლაში ვიქტორინა - „მხიარული მათემატიკა“ გაიმართა.
ვიქტორინას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგმა მანუშაკ ვანციანმა და ბილინგური სწავლების სპეციალისტმა ანჟელა ბაღოიანმა.
ფერად პერანგებაში გამოწყობილი მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, კითხვებს სამაგალითოდ გაართვეს თავი, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორ ენაზე - სომხურად და ქართულად წარიმართა.
ვიქტორინის დასასრულს ყველა მოსწავლე აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.
„დიდებული განცდაა, როცა შენი გაცემული ცოდნის ნაყოფს ხედავ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას