სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზიანი გულის კაცი“ – დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეორეკლასელების დაუვიწყარი ღონოსძიება და საქველმოქმედო აქცია
10-06-2026
-
+


„მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე“, - ეს სიტყვები, რომლებიც დიდ ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძე ეკუთვნის, განსაკუთრებული შინაარსით გაცოცხლდა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებაზე: „მზიანი გულის კაცი“.

ღონისძიება დამრიგებლის ქეთევან ნარსიას ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით გაიმართა.

პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს მწერლის საოცარი და უკვდავი პერსონაჟები, გულწრფელი ემოციებითა და ბავშვური სილაღით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარი სათქმელი - ადამიანობა, სიკეთე და თანაგრძნობა.

ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა იმ ფაქტმა, რომ ის მხოლოდ ლიტერატურულ-შემოქმედებითი აქტივობით არ შემოიფარგლა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის — „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ — ფარგლებში, ხელგარჯილობის წრის მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა მოსწავლეებმა შეჭირვებული პირველკლასელი თანატოლის დასახმარებლად მიმართეს.

ეს იყო სიკეთის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარი გზავნილი. მოსწავლეების კეთილშობილური ნაბიჯი მწერლის გმირების სულისკვეთების ბუნებრივი გაგრძელება გახდა — იმ ღირებულებების, რომლებიც ადამიანების სიყვარულსა და ერთმანეთის მხარდაჭერაზეა დაფუძნებული.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მეორე კლასის მოსწავლეებსა და ქეთინო მასწავლებელს ამ დაუვიწყარი დღისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სიკეთე ყველაზე დიდი ძალაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება