სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დღესასწაული აჩუქეს 
10-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა არაერთი სახალისო აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

მოეწყო ასფალტზე ხატვა - ბავშვები ჯადოქრებად იქცნენ: მათ მიერ ფერადი ცარცებით შესრულებულ თითოეულ შტრიხში ზაფხულის სითბო, მშვიდობა და უსაზღვრო ფანტაზია იგრძნობოდა. 

პედაგოგებმა ბავშვებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მოულოცეს და მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს. 

„გილოცავთ პირველ ივნისს! დაე, ყველა ჩვენი პატარას ცხოვრება ისეთივე ნათელი ყოფილიყოს, როგორიც მათი დღევანდელი ნახატებია“,- აღნიშნა სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების მასწავლებელი ვანიკ თევანიანი და დამრიგებლები.

ასევე ჩატარდა დიდი და მხიარული „სპორტლანდია“. სკოლის ეზო სპორტულ მოედნად იქცა, სადაც სუფევდა უტეხი გუნდური სული და დიდი სპორტული შემართება. 

ჩვენმა მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ არიან ძლიერები, სწრაფები და ერთიანები.

„ვულოცავთ ყველა მონაწილესა და გამარჯვებულს: დაე, ჩვენი ბავშვების ცხოვრების ყველა სტარტი ყოფილიყოს წარმატებული, ხოლო სავალი გზა  - მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებით სავსე“,- აღინიშნა სკოლაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები - კარინე გალოიანი და არევიკ ბადიშიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება