| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის, დონარა დანდანიანის ორგანიზებით, პოეზიისა და ლიტერატურის საღამო გაიმართა
ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართა და უილიამ შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა შექსპირის სხვადასხვა ჟანრის შემოქმედებიდან შეარჩიეს და წარმოადგინეს ნაწყვეტები. ისტორიული ჟანრი წარმოდგენილი იყო Henry V-ით, კომედიური ჟანრი — Twelfth Night-ით, ხოლო ტრაგედიის ჟანრი - Macbeth-ით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული ნაწარმოებების შინაარსზე, მთავარ პერსონაჟებსა და იმ თემებზე, რომლებიც დღემდე აქტუალურია მსოფლიო ლიტერატურაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შექსპირის სონეტებს. ბავშვებმა მიმოიხილეს მათი მხატვრული ღირებულება, პოეტური ენა და ის უნივერსალური იდეები, რომლებიც სიყვარულის, დროის, ერთგულებისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ გვიამბობს.
მოსწავლეებმა რამდენიმე სონეტი ინგლისურ ენაზე წაიკითხეს. ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო მცირე თეატრალური წარმოდგენები. მოსწავლეებმა დადგეს სცენები შექსპირის ტრაგედიებიდან — Romeo and Juliet, Hamlet და Othello.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას