სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წარმატების გზა – რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გამორჩეულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა
09-06-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად არის ქცეული წარმატებული მოსწავლეებისა და სკოლის კურსდამთავრებულების მოწვევა, რათა მათ საკუთარი გამოცდილება და წარმატების ისტორია გაუზიარონ მოსწავლეებს, შთააგონონ ისინი და მოტივაცია მისცენ მიზნების მისაღწევად.

ამჯერად სკოლის სტუმარი იყო VIა კლასის მოსწავლე ელენე ჩაჩუა, რომელსაც ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება აქვს მიღწეული.

ელენე აქტიურად არის ჩართული ქართული საბრძოლო ხელოვნების ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ხრიდოლი სამჭიდი, ქართული კრივი, ჭიდაობა ხარდიორდა, ჭიდაობა რკენა და ქართული ჭიდაობა. მიუხედავად დატვირთული სპორტული რეჟიმისა, იგი სკოლაშიც სანიმუშოდ სწავლობს და საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და დროის სწორი განაწილება წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მოსწავლეებს ასევე შეხვდა სკოლის კურსდამთავრებული, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, დიდების მსოფლიო ორგზის პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიო რეკორდსმენი ჯაბა სეფიაშვილი. მან დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც წარმატების გზაზე შეხვდა, და აღნიშნა, რომ თავდაუზოგავი შრომა, დისციპლინა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ნებისმიერი დიდი მიზნის მიღწევის საფუძველია.

სპორტსმენები სკოლაში თავიანთ მწვრთნელებთან ერთად იმყოფებოდნენ. შეხვედრა საინტერესო და შთამაგონებელი აღმოჩნდა. მწვრთნელებმა გაიხსენეს სპორტსმენების პირველი ნაბიჯები, ისაუბრეს მათი განვითარების გზაზე, თავდადებაზე, ყოველდღიურ შრომასა და იმ ძალისხმევაზე, რომელმაც ისინი მაღალი სპორტული შედეგებისკენ მიიყვანა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ესაუბრათ წარმატებულ სპორტსმენებთან, მიეღოთ რჩევები და მეტი გაეგოთ სპორტული კარიერის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ.

„მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, რეალური მაგალითების მეშვეობით დაინახონ, რომ მიზანდასახულობით, შრომითა და მონდომებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც სპორტში, ისე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. სკოლა მომავალშიც გააგრძელებს წარმატებული ადამიანების მოწვევას და მოსწავლეებისთვის მსგავსი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება