სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სპორტული აქტივობებით დატვირთული კვირა ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
08-06-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გაიმართა სახალისო და ენერგიული სპორტული ღონისძიებები - „მხიარული სტარტები“. სპორტულ-გასართობ თამაშებში სხვადასხავ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „მხიარული სტარტების“ მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობის წარმოჩენა, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და სპორტისადმი ინტერესის გაღრმავება.

მონაწილეები სხვადასხვა სახალისო ესტაფეტასა და სპორტულ დავალებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რაც სიხარულით, ენთუზიაზმითა და პოზიტიური ემოციებით სავსე გარემოს ქმნიდა.

ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპორტის მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები და მშობლები, რომლებიც გულშემატკივრობდნენ ბავშვებს და მათ წარმატებას იზიარებდნენ. მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერამ კიდევ უფრო გაამყარა მეგობრული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ატმოსფერო.

შეჯიბრებების განმავლობაში მოსწავლეებმა გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გამძლეობა, მიზანდასახულობა და გუნდური სულისკვეთება. თითოეული მონაწილე დიდი მონდომებით ასრულებდა დავალებებს, ხოლო გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის მხარდაჭერა, სამართლიანი თამაში და მეგობრული ურთიერთობები.

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სკოლა რეგულარულად გეგმავს სპორტულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

„მხიარულმა სტარტებმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სპორტი აერთიანებს, ზრდის მოტივაციას, ავითარებს გუნდურობას და მოსწავლეებს სასიამოვნო და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანი ნაწილია სასკოლო ცხოვრებისა და ხელს უწყობს ჯანმრთელი, აქტიური და წარმატებული თაობის აღზრდას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება