| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა კი წახალისებულია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება.
სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები“ მორიგი წარმატება მოიპოვეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ სპორტულ-გასართობ შეჯიბრებაში ტყიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და თასითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი შალვა ბიბილაშვილი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ყოჩაღ და ენერგიულ მოსწავლეებს ასეთი შემართებისთვის, ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური სულისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ ასახელეთ ჩვენი სკოლა!
განსაკუთრებული და დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას პედაგოგებს ასეთი მხურვალე გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისა და იმ დიდი ენერგიისთვის, რასაც ბავშვების გამხნევებაში დებდნენ! თქვენი მხარდაჭერა თითოეული მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. წინ კიდევ ბევრი მხიარული ასპარეზობა და ახალი გამარჯვებები გველოდება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას