სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიკეთით, სიყვარულით გევლოთ ცხოვრების ახალ გზაზე“ -  თბილისის N16 სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს 
01-06-2026
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და კეთელი სურვილები გაატანა. 

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვოდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა  - იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დღის ბოლოს მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და მისალოცი სიტყვებით აჭრელდა. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა აღზრდილებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან ახალგაზრდები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას. მომავალი წლები ყოფილიყოს თქვენთვის ძიების, თვითდამკვიდრების, ბედნიერებისკენ სწრაფვის დაუსრულებელი პროცესი. სიკეთით, სიყვარულით გევლოთ ცხოვრების ახალ გზაზე“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

მე-12 კლასელებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო პედაგოგ ლალი ფარცვანიასთვის, რომლიც  წლებია მოსწავლეებს ცოდნის სამყაროში მეგზურობას უწევს. 

„გილოცავთ კიდევ ერთხელ ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. პატიოსან და ღირსეულ წარმატებას გისურვებთ... თქვენ მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ. გეპოვოთ თქვენი ადგილი საზოგადოებაში... არ გაგეფლანგოთ დრო შურში, მტრობასა და სიძულვილში... სხვისი ბედნიერებით გახარება და საკუთარი ბედნიერებისკენ მარადიული სწრაფვის სურვილი არ გაგნელებოდეთ! მიყვარხართ, მეიმედებით“,- წერს პედაგოგი და კურსდამთავრებულთა დიდ მეგობრად და გულშემატკივრად რჩება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება