| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნება სახელმწიფო დღესასწაულები.
„ჩემო აღმზრელო ენაო,
აჰყვავდი , იწყე ფრენაო,
გისურვებ, სხვათა ენები
შემოგნატროდნენ შენაო“ - ძიმითელი პოეტის სიმონ გუგუნავას ამ სტრიქონებით დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ენის გარეშე ყველაფერი არაფერია“.
ღონისძიებით ითქვა, რომ ქართული ენა - ღმერთის საჩუქარია, საიდუმლოებებით მოცული, ერის სიცოცხლის დასტური, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების წინაპირობა.
მოსწავლეებმა მშობლიური ენის უპატივცემულობად მიიჩნიეს ენაში არსებული სიტყვების უცხოურით ჩანაცვლება. წარმოადგინეს და უარყვეს „მოდური“ გამონათქვამები. წარმოადგინეს ინსცენირება გიორგი მთაწმინდელის თხზულებიდან - „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“.
ღონისძიების სათქმელი გამოიკვეთა არაჩვეულებრივად შესრულებული სიმღერებით გამონათქვამებით ენაზე, რომლებიც მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით წარმოადგინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მანანა სალუქვაძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა ირმა შენგელიამ.
ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას, ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„დიდი მადლობა დირექციას, მასწავლებლებსა და მშობლებს თანადგომისა და დახმარებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას