| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში მოსწავლეთა მორიგი ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.
ლინგოსთარის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე სკოლის მოსწავლეებმა - ნიკა კახიძემ და რობი კოხრეიძემ - სრულიად დამსახურებულად საპრიზო ადგილები დაიკავეს.
რობი კოხრეიძე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხოლო ნიკა კახიძემ II ადგილი დაიკავა და სასწავლო ვიზიტით ბელგიაში გამგზავრების უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნიკასთვის უკვე წლის მეორე მნიშვნელოვანი წარმატებაა - მან ორჯერ მოიპოვა ბელგიაში სასწავლო ვიზიტით დაჯილდოების შესაძლებლობა, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მისი შრომის, ცოდნისა და მიზანდასახულობის საუკეთესო დასტურია.
სკოლაში მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ულოცავენ მიღწევას და აღნიშნავენ მათი პედაგოგის როლს ახალგაზრდების წარმატებაში.
„განსაკუთრებული მადლობა მათ მასწავლებელს - ელენე ბიბილურიძეს, რომელიც „ლინგოსთარის ოლიმპიადაზე“ მიწვეული ამბასადორი მასწავლებლის სტატუსითაც მონაწილეობდა და აქტიურად უჭერდა მხარს მოსწავლეებს ამ წარმატების მიღწევაში.
ვულოცავთ ნიკას, რობისა და მათ მასწავლებელს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას