სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაიცანი საქართველო“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო, შემოქმედებითი პროექტი
04-06-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მე-3გ კლასში (მასწავლებელი: ეკატერინე იაშვილი) განხორციელდა საინტერესო და შემეცნებითი პროექტი - „გაიცანი საქართველო“, რომელმაც ბავშვები სამშობლოს აღმოჩენისა და გაცნობის საოცარ მოგზაურობაში წაიყვანა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ შეეცნოთ საქართველოს მრავალფეროვანი კუთხეები, მათი ტრადიციები, კულტურა, ბუნება და ის განსაკუთრებული თავისებურებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უნიკალურს ხდის.

პროექტზე მუშაობის პროცესში ბავშვებმა დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ. ისინი გაეცნენ თითოეული რეგიონის ისტორიას, ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებს, ეროვნულ სამოსს, სამზარეულოსა და კულტურულ მემკვიდრეობას. პატარებმა არა მხოლოდ ახალი ცოდნა შეიძინეს, არამედ საკუთარი თვალით დაინახეს, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა ჩვენი ქვეყანა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის ნამდვილ სივრცედ იქცა. მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ თითოეულ აქტივობაში, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საქართველო მხოლოდ რუკაზე მონიშნული ქვეყანა კი არა, მრავალფეროვანი, ფერადი და სიყვარულით სავსე სახლია.

„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარების, შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გაღრმავებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვები ცოდნას მხოლოდ წიგნებიდან კი არ იღებენ, არამედ თავად ხდებიან აღმოჩენისა და შემეცნების პროცესის მონაწილეები. „გაიცანი საქართველო“ ბავშვებისთვის მხოლოდ პროექტი არ ყოფილა - ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სამშობლოს გაცნობა, მისი შეყვარების პირველი ნაბიჯია“,- ამბობენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება