| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელებმა, პედაგოგ სევილ ნამაზოვას ხელმძღვანელობით, „ანბანის ზეიმი“ გამართეს.
ღონისძიება ატარებდა როგორც შემოქმედებით, ისე საგანმანათლებლო ხასიათს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
„ეს განსაკუთრებული დღე მათი პირველი სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენაა.
პატარებმა დიდი მონდომებით შეისწავლეს აზერბაიჯანული და ქართული ანბანი, წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს თავიანთი ცოდნა და ნიჭი. თითოეული ასო მათთვის ახალი სამყაროს, ცოდნისა და წარმატების კარის გასაღები გახდა.
ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს! ვუსურვებთ მათ ცოდნის სიყვარულს, საინტერესო აღმოჩენებს და ბევრ წარმატებას მომავალში.
განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებსა და მშობლებს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს ლამაზი დღე შედგა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას