| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად წარმოიწყეს პროექტი - „საქართველო გვაერთიანებს-გაცნობიდან დამეგობრებამდე“.
ახლახან, პროექტის ფარგლებში, ალათუმანის საჯარო სკოლა ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლას სტუმრობდა.
პროექტის ავტორები და ინიციატორები ნინოწმინდის საჯარო სკოლის, პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ რუსული ენის მასწავლებელი და ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი სოფიო ბერიძე არიან.
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა ერთმანეთი გაიცნეს, დაძლიეს ბარიერები და საფუძველი ჩაუყარეს გულწრფელ ურთიერთობას.
საპრეზენტაციო ნაწილში, ბავშვებმა აღწერეს ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი .
მეგობრობა, რამაც, როგორც ალათუმანის საჯარო სკოლაში გვიყვებიან, მათში ურთირთპატივისცემა გააღვიძა.
„მხიარულმა სტარტებმა“ და საფეხბურთო მატჩმა მათ აჩვენა, რომ სპორტი და ერთობლივი აქტივობა საუკეთესო უნივერსალური ენაა.
„ეს ინიციატივა ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციას, კულტურათაშორის დიალოგს და ენობრივი ბარიერის მსხვრევას. მოსწავლეებს უვითარდებათ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, რაც მთა წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი ეტაპზე გაჩენილი ნაპერწკალი მყარ კავშირად იქცევა, მეგობრობა კი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება.
„მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება და საფუძველის ჩაუყრის ახალი კიდევ უფრო მასშტაბურ საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას. ასეთი ერთობლივი აქტივობები კი არის ის ძალა, რომელიც ქვეყანას აძლიერებს“,- გვეუბნებიან ალათუმანის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას